მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე წევრების მიერ შესრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო. განხილვის მთავარი თემა მოქალაქეთა ჩართულობა და მათი საჭიროებების ეფექტიანი გადაწყვეტა იყო.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, მსგავსი სამუშაო შეხვედრები რეგულარულად იმართება და მიზნად მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ რეაგირებას ისახავს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილეები რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი, ასევე აპარატის ხელმძღვანელი ნინო ბერიძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading