თბილისის მერია – საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე

თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პროგრამა, რომელიც 18-30 წლის ქართველ ახალგაზრდებს ევროპის მასშტაბით 25 000-მდე ფასდაკლებაზე წვდომას აძლევს.

პროგრამა ევროპული ინიციატივაა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება. ის უკვე 40 წელია ფუნქციონირებს და მილიონობით ახალგაზრდას სთავაზობს მოგზაურობის, კულტურის, სპორტისა და გართობის მიმართულებით შესაძლებლობებს.

თბილისის მერმა კახა კალაძე აღნიშნა, რომ ბარათი ახალგაზრდებს ახალ გამოცდილებასა და ევროპულ სივრცესთან უფრო მჭიდრო კავშირს მისცემს. მისი თქმით, პროგრამა მხოლოდ ფასდაკლებებს არ გულისხმობს და წარმოადგენს განვითარების დამატებით შესაძლებლობას.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები ასევე სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით საქართველოში, მათ შორის კულტურისა და სპორტის ობიექტებზე. ბარათის მიღება შესაძლებელია მობილური ბანკის საშუალებით ერთჯერადი 10 ლარის გადახდით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading