რუსთავში ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების – N27, N29, N31, N35, N38, N40, N42, N44 და N46 – რეაბილიტაცია.

ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

მერის განცხადებით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა და პროექტის ფარგლებში უკვე 22 კორპუსის ავთენტურობა აღდგა, ხოლო დამატებით 9 კორპუსზე სამუშაოები გრძელდება. მისი თქმით, პროექტი შენობების გამაგრებასა და ისტორიული იერსახის სრულ შენარჩუნებას ითვალისწინებს.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 6 466 736 ლარს შეადგენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading