მარნეულის მერობის კანდიდატს,დაურ ისმაილოვს ალგეთში მხარდამჭერებს შეხვედა

მარნეულის მერობის კანდიდატს, დაურ ისმაილოვს, შეხვედრა ჰქონდა ალგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრა გულთბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა.
დაურ ისმაილოვმა მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს გამოხატული სითბოსა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ადგილობრივები მისი გუნდის მიმართ გამოხატავენ.


მისი თქმით, მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ უფრო აძლიერებს მოტივაციას, ემსახუროს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და კეთილდღეობას. ისმაილოვი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს მარნეულელები აირჩევენ მშვიდობას, განვითარებას და წინსვლას.