დავით კარგარეთელმა გარდაბანში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, გარდაბნის კულტურის სახლში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე უშუალოდ მერისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
დავით კარგარეთელმა სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს, სადაც ხაზი გაუსვა ახალგაზრდების მხარდაჭერის აუცილებლობას და მათ მნიშვნელოვან როლს ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში. მან ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტში მოქმედ ახალგაზრდულ პროგრამებზე და მათთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე.
📌 შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ:
- მერის მოადგილე ფუად მირზოევი
- საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი
- განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ლეილა ბენდელიანი
- ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები

🔹 ადგილობრივი ხელისუფლება მსგავსი ფორმატის შეხვედრების გაგრძელებას გეგმავს, რათა განამტკიცოს ახალგაზრდებთან მუდმივი დიალოგი და მათი მოსაზრებები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.