მარნეულის მერია – რუსთაველის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, №23-ში არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
სკვერში განხორციელებული სამუშაოები მოიცავდა როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ განახლებას. მოეწყო დასასვენებელი სივრცე, ახალი ბილიკები და საქანელები. მოიხატა სკვერში არსებული კედელი .
პროექტის ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა და სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.- ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.




