გარდაბანში საარჩევნო შეხვედრები გრძელდება
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. მორიგი შეხვედრა სოფელ ლემშვანიერაში გაიმართა, სადაც გარდაბნის მერობის კანდიდატი დავით კარგარეთელი, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან და მერის მოადგილე ფუად მირზოევთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე წარედგინენ მაჟორიტარობის კანდიდატები ბეთქილ კახიანი და არკადი ფანგანი. მონაწილეებმა ისაუბრეს მოსახლეობის საჭიროებებსა და იმ გზებზე, რომლებიც არსებული პრობლემების გადაჭრისკენ იქნება მიმართული.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მშვიდობის პირობებში ქვეყნის განვითარება და გარდაბნის წინსვლა შეუქცევად პროცესად უნდა იქცეს.

