ზამურ ჭითანავა ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა (პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) სოფელ ჯავშანიანის, მუშევანისა და საბერეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს უკვე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. ჭითანავამ მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ სტაბილურ გარემოში ხდება განვითარება. მისი თქმით, ადგილობრივების ჩართულობით შესაძლებელი იქნება ბოლნისის სოფლების კეთილმოწყობა და წინსვლა.