შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
უქმე დღეების გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს.
ცენტრი მუშაობას 13 იანვრიდან, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
