მარნეულის კულტურის ცენტრი „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში მრავალფეროვან ღონისძიებას უმასპინძლებს
მარნეულის კულტურის ცენტრი პროექტ „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებას გამართავს, რომელიც დამთვალიერებლებს ისტორიით, ლიტერატურით, კინოთი და მუსიკით დატვირთულ საღამოს შესთავაზებს.
ღონისძიება დაიწყება მელიქ ფაშაევის მუზეუმი, სადაც სტუმრებს გიდის თანხლებით ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ცნობილი დირიჟორის ცხოვრების ისტორიას, შემოქმედებას, ხელნაწერებსა და უნიკალურ ექსპონატებს.
საღამო გაგრძელდება სოფელ წერაქვში მდებარე მიხეილ ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმი, სადაც დამსწრეები დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოისმენენ საინტერესო ისტორიებს.
პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ფილმის ჩვენება და კულტურის ცენტრის ორი ვოკალურ–ინსტრუმენტალური ბენდის მუსიკალური საღამო, რომელიც ღონისძიებას განსაკუთრებულ ატმოსფეროს შესძენს.
ღონისძიება კოცონის ირგვლივ დისკუსიითა და შთაბეჭდილებების გაზიარებით დასრულდება.
🕒 პროგრამა:
• 15:00–15:30 – ვიზიტი მელიქ ფაშაევის მუზეუმში
• 16:45–17:30 – მიხეილ ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმის ტური
• 18:00–19:00 – ფილმის ჩვენება
• 19:00–20:00 – საკონცერტო პროგრამა
• 20:00–21:00 – დისკუსია კოცონთან
• 22:00 – დაბრუნება კულტურის სახლთან