ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები რუსთავში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას შეუერთდნენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ალექსანდრე ზაბახიძე, ვალენტინა ნავერიანი, თურალ ვალიევი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქალაქ რუსთავში ტრადიციულ სახალხო მსვლელობას შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეებმა თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნამდე გზა ქვემო ქართლის მოსახლეობასთან ერთად გაიარეს. მსვლელობის დასასრულს სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა