ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, სამინისტროს თანამშრომლებთან და გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხიმინჯებისა და ბურჯების მოწყობის სამუშაოები,

მდინარე რიონზე შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდი. მისი სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს. მშენებლობის ღირებულება 60.8 მილიონი ლარია და ის აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.

ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას უზრუნველყოფს

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading