მანგლისის სიონში საშობაო წირვა-ლოცვა აღევლინა, თეთრიწყაროში კი ალილოს მსვლელობა გაიმართა
მანგლისის სიონის საკათედრო ტაძარში ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა. ღვთისმსახურება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ, ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საშობაო წირვას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური მოადგილესთან, რამაზ გულბანთან ერთად დაესწრო. მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ თეთრიწყაროში გამართულ საშობაო ალილოს მსვლელობას შეუერთდა და თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს, მამა პავლე ზურაბიანს, ასევე მრევლს, ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა.