ქალაქ ბოლნისში ალილოს მსვლელობა მოეწყო

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისში, ტრადიციულად, წელსაც მოეწყო საშობაო მსვლელობა.

მოქალაქეები ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შეიკრიბნენ, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტესშობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. საშობაო ალილოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, მერის მოადგილე თურალ ვალიევი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

მეალილოეებმა შეგროვებული საშობაო ნობათი მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

საშობაო ალილოს ტრადიცია ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე მე-19 წელია მრევლი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს შეგროვებულ ნობათს ურიგებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading