გარდაბანში ალილოს საზეიმო მსვლელობა მოეწყო

გარდაბანში საშობაო ალილოს ტრადიციული საზეიმო მსვლელობა გაიმართა. ალილო გარდაბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და მას დეკანოზი ზურაბ ხაჩიძე უძღვებოდა. ქრისტეს შობის მახარობლებმა საშობაო გალობით ქალაქის ცენტრალური ქუჩები გაიარეს და ნობათის შეგროვება შეძლეს.

საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ალილოს მონაწილეებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.

ალილოს ფარგლებში შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები ნორიოსა და მარტყოფში მოქმედ ბავშვთა სახლებსა და ეკლესია-მონასტრებს გადაეცემათ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading