დმანისის მუნიციპალიტეტში შობის დღესასწაული ტრადიციული ალილოს მსვლელობით აღინიშნა
დმანისის მუნიციპალიტეტში შობის დღესასწაული ტრადიციული საზეიმო მსვლელობით — ალილოთი აღინიშნა. ღონისძიებაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიიღო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან ერთად.
საზეიმო მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მოიცვა დიდი დმანისი, ვარდისუბანი და განთიადი. ალილო ქალაქ დმანისში, აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძართან დასრულდა, სადაც მონაწილეებმა ქრისტეშობის სიხარული ერთობლივად გაიზიარეს.