ლანჩხუთში ქურდობის ბრალდებით 17 წლის პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2007 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ჩ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლანჩხუთში, ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და დაახლოებით 30 000 ლარის ოდენობის თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. შემთხვევის შემდეგ იგი ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ცხელ კვალზე მოახერხა მისი დაკავება.

სამართალდამცველებმა ლ.ჩ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც ამოიღეს ქურდობის შედეგად დაუფლებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading