,,ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ყინულის არენა”-ირაკლი კობახიძე

,,ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ყინულის არენა. ინფრასტრუქტურა, რომელიც აქამდე დედაქალაქს არ ჰქონდა დღეს დასრულდა. პროექტით გათვალისწინებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა მოთხოვნა, როგორც პარამეტრების, ისე საინჟინრო და უსაფრთხოების მიმართულებით. ობიექტის მშენებლობისას გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები, უმაღლესი დონის ყინულის არენის შენობაში მოეწყო 60

მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასავენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ყინულის არენა

მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ობიექტი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნებს, გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტის სახეობის საჭირო ყველა სივრცე. რამდენიმე დღეში ყინულის არენაში უკვე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, რომელიც კიდევ ერთხელ არის თბილისის ახალი ყინულის არენის მაღალი სტანდარტის და ხარისხის აღიარება“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის გახსნის შემდეგ განაცხადა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading