კულინარიის კურსის მონაწილე მსჯავრდებულებმა N16 და N5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელშეწყობით 20 მსჯავრდებული კულინარიის სპეციალურ კურსს გადის, რომლის დამთავრების შემდეგაც ისინი ორენოვან სერტიფიკატს აიღებენ. საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ისინი დასაქმებას შეძლებენ როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელ კურსზე, მსჯავრდებულები კერძების მომზადების სწორ ტექნოლოგიასა და კერძებთან დაკავშირებულ კალკულაციას სწავლობენ. მსჯავრდებულები სრულყოფილ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იღებენ. პროექტი კოლეჯ „იკაროსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტის მონაწილეებმა N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულისთვის და N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ქართული და ევროპული კერძები მოამზადეს.




