ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ მუშევანის, საბერეთის, კიანეთის, ჯავშანიანისა და ქვეშის მოსახლეობას შევხვდი და მათ საჭიროებებს გავეცანი. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ადგილობრივები აქტიურად არიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც პროექტის ეფექტიანად წარმართვას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, აღნიშნულ სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, კერძოდ, მოწესრიგდა შიდა საავტომობილო გზები, მოეწყო გარე განათების ქსელი, ასევე, სანიაღვრე არხი. დღევანდელ შეხვედრებზე ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება.”- წერს სოციალურ ქსელში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading