ვაკის პარკში შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ადაპტირებული ლიფტი მოეწყო

„დავასრულეთ პროექტის პირველი ეტაპი და ვაკის პარკის მხარეს მოვაწყვეთ თანამედროვე სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ადაპტირებული ლიფტი, რომელიც აღჭურვილია: სიჩქარის შემზღუდავი სისტემით, აუდიო და ვიზუალური გადატვირთვის სიგნალით, ავარიული გაჩერების ღილაკით, შიდა ვენტილაციისა და ალტერნატიული კვების სისტემით, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ლიფტი დაასრულებს დაწყებულ მოძრაობას, ასევე, ღილაკები ბრაილის შრიფტით. ზოგადად, ხშირია ვანდალიზმის ფაქტები და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გავუფრთხილდეთ ახალ ინფრასტრუქტურას და ნუ დავაზიანებთ კონსტრუქციას, აღნიშნული ლიფტი განკუთვნილია შშმ პირებისთვის“, – განაცხადა გიორგი პაპავამ.

მსგავსი ტიპის ლიფტის მოწყობა ასევე დაგეგმილია გზის მეორე მხარეს, თამარაშვილის გამზირის დასაწყისში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში. პროექტის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, შშმ პირებს მარტივად და უსაფრთხოდ შეეძლებათ გადაადგილება მიწისქვეშა გადასასვლელშიც.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading