კობახიძე: ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში 57 პირი მიეცა – შარშან ამ პერიოდში მხოლოდ 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 57 პირს წარედგინა ბრალი. მისი თქმით, შარშან ანალოგიურ პერიოდში ამ კატეგორიის მხოლოდ ორი პირი მიეცა პასუხისგებაში.

როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო კრიმინალთან ბრძოლას უკომპრომისოდ გააგრძელებს.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. შარშან იგივე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. ჩვენ გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის თქმით, სამართალდამცავი უწყებები ამ მიმართულებით გაცილებით აქტიურად და შედეგიანად მუშაობენ, ვიდრე წარსულში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading