ევრობასკეტის მეოთხედფინალში გასვლისთვის საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 3 მილიონი ლარით დაჯილდოვდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში გასვლისთვის 3 მილიონი ლარით დაჯილდოვდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.

როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, თითოეული მომდევნო წარმატების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური წახალისება გაგრძელდება.

„ნაკრები დაჯილდოვდა 3 მილიონი ლარით და ყოველ მომდევნო მიღწეულ შედეგზე სახელმწიფო დამატებით 3 მილიონ ლარს გამოყოფს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მეოთხედფინალში პირველად გავიდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading