გეკა გელაძეს და როლანდ მესხს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძესა და მის პირველ მოადგილეს, როლანდ მესხს, პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო.

ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ – გელა გელაძე აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას. მას დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის თქმით, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა შსს-ის პირველ მოადგილეს, როლანდ მესხსაც.

„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, როლანდ მესხს, ასევე მიენიჭება გენერალ-მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში,“ – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading