„ინიციატივების კონკურსის“ გამარჯვებული 10 ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო გამოვლინდა
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის ორგანიზებით, “ინიციატივების კონკურსის” ფარგლებში პროექტების მიღება დასრულდა. კონკურსში გამარჯვებულ 10 საბჭოს :
ახალციხე,
ბაღდათი,
დმანისი,
მარნეული,
მარტვილი,
ქუთაისი,
ჩოხატაური,
ჩხოროწყუ,
ხაშური,
ხელვაჩაური.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკუთარი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. თითოეული პროექტი 2000 ლარამდე ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერებას. პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.