მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ამირან გიორგაძის თავმჯდომარეობით, მორიგი სხდომა გამართა

სხდომის დაწყებამდე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილი ოთხივე საკითხი დამტკიცდა, მათ შორის — მარნეულის ტერიტორიაზე წინა საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების წესი და სოფელ სადახლოში, ამბაროვკასა და თაზაქენდში არასასოფლო დანიშნულების მიწის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, სტრატეგიული ავტომაგისტრალის მოწყობის მიზნით.
სხდომას საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, მერიის წარმომადგენლები და მედიის წევრები ესწრებოდნენ.