იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

„სამართალდარღვევის პრევენციის და აღკვეთის მიზნით, ჩვენი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას აქტიურად ახორციელებენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი საამქრო გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში”, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading