თემურ ნოზაძე თბილისის „გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი” მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ (-66 კგ) ფინალი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე აბრეკ ნაგუჩევთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრამდე მან ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენები და ლიეტუველი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ნახევარფინალში კი ლაშა ნადირაძეს სძლია.