გამორიცხულია, რომ ადვოკატ კვაჭანტირაძეს არ სცოდნოდა, რომ ბესიკ ხარძიანს ქონებას იძულების წესით ართმევდნენ-სოზარ სუბარი

„ჩვენ დღეს მოვუსმინეთ გიორგი უდესიანის ე.წ. ადვოკატს დავით კვაჭანტირაძეს, რომელმაც თქვა, რომ მაშინ როცა ის შევიდა საპატიმროში ბესიკ ხარძიანთან, მან საერთოდ არაფერი იცოდა ქონების იძულებით გადაფორმების შესახებ, ანუ არ იცოდა, თუ რაიმე სახის ზეწოლა ან მუქარა ხორციელდებოდა ხარძიანზე. თქვენი ნათქვამიდან კი მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ ყველაფერი კარგად იცოდა და ისე იკვეთება, თითქოს დანაშაულის თანამონაწილეც კი იყო. იქნებ თქვენ დაგვიზუსტოთ, რა იკვეთება საქმის მასალებიდან,“ – მიმართა სოზარ სუბარმა ოჯახის ინტერესების დამცველს, ქალბატონ ლამარა კობალაძეს.

ადვოკატმა ლამარა კობალაძემ სოზარ სუბარის კითხვის პასუხად მოიყვანა ამონარიდი ბესიკ ხარძიანის საქმიდან, საიდანაც ჩანს, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ წინასწარ იცოდა საქმის გარემოებები, იცოდა, რომ ხარძიანის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და წილის დათმობის სანაცვლოდ ბესიკ ხარძიანს ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდა. ამასთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ კომისიის წევრები მოატყუა.

„აშკარად ჩანს, რომ დავით კვაჭანტირაძე იყო დანაშაულის თანამონაწილე და აშკარად შეგნებულად მოატყუა დღეს კომისია. გამორიცხულია, რომ მას ეს ყველაფერი არ ახსოვდეს, მით უმეტეს, რომ შემდგომ წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში,“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading