ნინო ლოლაძე თბილისის „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს პრიზიორია

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინო ლოლაძემ (57 კგ). მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ პაულინე სტარკეს სძლია.

მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე, ასევე, უზბეკი და ბრაზილიელი ძიუდოისტები დაამარცხა, ნახევარფინალი კი ფრანგ მარტა ჰავაზთან დათმო.

20 წლის ნინო ლოლაძემ „გრანდ სლემზე“ მედალი პირველად მოიპოვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading