თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა
დასრულებული სამუშაობი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ლევან ხმალაძემ და რამაზ გულბანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში ორ სართულიანი შენობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რეაბილიტირდა შენობის როგორც შიდა სივრცე, ასევე გარე ფასადი. ორივე სართულზე მოეწყო საინჟინრო ქსელები: ელექტროობა, გათბობა – ვენტილაცია, ინტერნეტ გაყვანილობა, მოეწყო სველი წერტილები, ძველი სახურავი შეიცვალა თუნუქის ახალი სახურავით. პროექტის ღირებულება შეადგენს 706 000 ლარს და დაფინასებულია ადგილობრივი ბიუჯეტით.