გიგა ავალიანის საქმეზე გამოძიებამ ახალი მძიმე გარემოებები გამოავლინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ ახალი გარემოებები გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმა დაგეგმა. 1-ელ ოქტომბერს ავალიანს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და მოგვიანებით, 24 ოქტომბერს, გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვა ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებშიც მონაწილეობდნენ – მსხვერპლებს სოციალური ქსელებით იტყუებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ძალადობდნენ.

ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ბრალდება წარდგენილი აქვთ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფური ძალადობის მუხლებით, დემეტრე ჩიქოვანს – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის. სამივე ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება გრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading