გარდაბანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებისთვის სამუშაო შეხვედრები გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე შალვა გურულიშვილთან, ფუად მირზოევთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე სამირ ხიალოვთან ერთად მერიის შეხვედრების დარბაზში სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაცია და მოსამზადებელი ეტაპის განსაზღვრა. როგორც დავით კარგარეთელმა აღნიშნა, მიზანია პროგრამა მაქსიმალურად მორგებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და თითოეულმა სოფელმა თავად განსაზღვროს პრიორიტეტები.

პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტში 662 000 ლარია მობილიზებული, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს. დასახლების საერთო კრებები პროგრამის ფარგლებში 11 თებერვლიდან დაიწყება და ეტაპობრივად ჩატარდება 40 სოფელში. პროცესის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფისთვის საპროექტო წინადადებების მიღებისა და შემუშავების ეტაპზე აქტიურად ჩაერთვებიან საკოორდინაციო ჯგუფის წევრები.

დეტალური ინფორმაცია შეხვედრების განრიგისა და სოფლებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ხელმისაწვდომია მერიის ოფიციალურ ვებსაიტზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading