თბილისში ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს – 1986 წელს დაბადებულ კ.ნ.-ს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading