თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1971 წელს დაბადებულ ვ.ლ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მკვლელობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.