თბილისში ნარკოტიკის დიდი პარტია ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
📦 ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს:
- 4 ლიტრამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი სითხე
- 16 შეკვრად დაფასოებული იგივე ნარკოტიკული საშუალება
- დაფასოებისთვის საჭირო მასალები
📌 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.