ქურდობის ფაქტზე სურამში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფური ქურდობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ლ.ლ. და 1986 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სურამში მდებარე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მიითვისეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

📌 საქმის მასალებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading