თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის პირველ დღეს ქართველმა ძალოსანმა გოგონებმა სამი მედალი მოიპოვეს

თბილისში პარაძალოსნობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ქართველმა ძალოსანმა გოგონებმა ტურნირის პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვეს, მათ შორის ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს.

ქართველი პარასპორტსმენი მირანდა გიგაშვილი ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. მან 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში 68 კილოგრამი ასწია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 200 კილოგრამი ჩათვალა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი თამარ ჩალათაშვილმა მოუტანა. თამარმა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამი მისვლის ჯამში 164 კილოგრამი ასწია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

თბილისის 2025 წლის მსოფლიოს თასი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading