თბილისში არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ყაზახეთის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული ს.ს., დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა 2009 წელს დაბადებულ ნ.ლ.-ს. დაზარალებული არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.