თბილისში ნარკოდანაშაულისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული დ.ყ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 30 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading