შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს -2000 წელს დაბადებულ მ.გ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, ფ.ა. პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.