თბილისის სპორტის სასახლეში საქველმოქმედო ღონისძიება – „სიცოცხლის ფესტივალი“ გაიმართა

ფესტივალს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ფესტივალი ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ღონისძიება უკვე მეთერთმეტედ იმართება და მსოფლიო მოძრაობას – „ოქროს სექტემბერს“ უერთდება.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო „მხიარული სტარტები“, სადაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები შვილებთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ქველმოქმედების მხარდასაჭერად შეჯიბრნენ.