გზა ისტორიულ მატჩამდე – საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად რიგაში ორი სუბსიდირებული რეისი შესრულდა
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მხარდასაჭერად, რიგაში გამართული ისტორიული მატჩისთვის, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და აეროპორტების გაერთიანების მხარდაჭერით, გამთენიისას შესრულდა ორი სუბსიდირებული ჩარტერული რეისი.
რეისები ავიაკომპანია Air Baltic-მა თბილისის აეროპორტიდან რიგის მიმართულებით შეასრულა. ფრენებით ისარგებლეს მხოლოდ იმ ქომაგებმა, რომლებიც მატჩის ბილეთებს ფლობდნენ.
საქართველოს ნაკრების მეოთხედფინალური შეხვედრა ფინეთთან დღეს, 10 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.