თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის დელეგაცია

ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს იენის უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც სამეცნიერო, ასევე სწავლების მიმართულებით.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მკვლევრები, რომლებიც ჩართულნი არიან ინიციატივაში, ასევე უნივერსიტეტების ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტებზე არსებული ინსტიტუტებისა და პროგრამების ხელმძღვანელები.

იენის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ ედვარდ შრამს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი თსუ რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ გადასცა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading