კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა წიგნის „ქალის სტატუსი საქართველოში (XII-XVII სს.)“ პრეზენტაცია

გამოცემა მომზადებულია პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

ღონისძიება გახსნა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან მოკლედ მიმოიხილა წიგნის შინაარსი, პროექტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ჭოხონელიძემ, ტექსტების ავტორებმა თეა ქართველიშვილმა და თემო ჯოჯუამ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი.

გამოცემული წიგნის მიზანია, წარმოაჩინოს ქალის ადგილი და როლი ძველ საქართველოში მიმდინარე სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. წიგნში ქართული საკანონმდებლო კრებულებისა და ისტორიული დოკუმენტების მიხედვით განხილულია საკითხები: ქალი და სახელმწიფო სამსახური; ქალი, როგორც ქონების მესაკუთრე; ქალის სტატუსი სამართალწარმოების პროცესში; ქალის სტატუსი ოჯახში.

ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading