თანამედროვე ქართული მუსიკის კონცერტი თეთრიწყაროში

ქალაქ თეთრიწყაროში, „ციყვების პარკში“, გაიმართა ქართული თანამედროვე მუსიკის კონცერტი, რომელიც მრავალფეროვანი რეპერტუარითა და დასამახსოვრებელი შესრულებებით გამოირჩეოდა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა რეგიონში კულტურული აქტივობების გააქტიურებასა და ქართული ესტრადის ხელშეწყობას.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ქართული ესტრადის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა შემსრულებლებმა:
🔹 თაკო გაჩეჩილაძემ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა როგორც სოლოკარიერით, ისე ჯგუფ „სტეფანესთან და 3 გოგოსთან“ ერთად შესრულებული ჰიტებით;


🔹 დათუნა მგელაძემ, რომლის მრავალფეროვანი რეპერტუარი და ცოცხალი შესრულება განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა მსმენელისთვის;


🔹 „ევროვიზიის“ კონკურსანტი მარიამ შენგელია, რომლის სცენური ქარიზმა და ხმოვანი შესაძლებლობები დამსწრეებმა ოვაციებით დააჯილდოვეს;


🔹 ჯგუფი „მიქსტურა“, რომელიც ცნობილია ელექტრონული ჟღერადობისა და ქართული მოტივების შერწყმით.

ღონისძიებას ესწრებოდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები. კონცერტის მსვლელობას ადგილზე აკვირდებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები — ლია ზურებიანი და დევი მუხაშავრია,

მოსახლეობის დიდი ინტერესი და პოზიტიური გამოხმაურება ხაზგასმით უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კულტურული ღონისძიებები რეგიონებში, შემოქმედებითი განვითარების წახალისების თვალსაზრისით.

კონცერტის დასრულების შემდეგ, მაყურებელმა გამოხატა სურვილი, რომ მსგავსი ფორმატის კულტურული საღამოები რეგიონში უფრო ხშირად გაიმართოს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading