ზუგდიდის ბაზარი ისევ დააჯარიმეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტირების ჯგუფმა ზუგდიდში, რუსთაველის ქ. N96 მდებარე აგრარულ ბაზარში, შ.პ.ს. „ზუგდიდის სუპერმარკეტი“ (ს/კ 219982400) არაგეგმური შემოწმება განახორციელა.

კონტროლის შედეგად ყველისა და ხორცის სარეალიზაციო განყოფილებებში ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია დაფიქსირდა. ბიზნესოპერატორი განმეორებითობის პრინციპით 5,000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნულ ობიექტს სააგენტო უკვე მეხუთედ დაეჯარიმა მითითებების შეუსრულებლობის გამო.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ინფორმაციას მიაწოდონ ცხელ ხაზზე – 1501, რათა დროულად გამოვლენ და აღმოიფხვრას დარღვევები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading