მარნეულის მერი წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვედა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, მარნეულში მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, სუნა ისმაილოვამ 2025 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო მიიღო, ხოლო თურკან შახვერდოვას წარჩინებული სტუდენტის წოდებისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცა.
„წარჩინებული ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის უმთავრესი მონაპოვარი და სიამაყეა. თითოეული მათგანის წარმატება ჩვენი საერთო გამარჯვებაა. მერია მზად არის ხელი შეუწყოს მათი ნიჭისა და იდეების რეალიზებას, რადგან სწორედ ისინი არიან მუნიციპალიტეტის და ქვეყნის უკეთესი მომავალი,“ – განაცხადა დაურ ისმაილოვმა.
შეხვედრის ბოლოს, მერმა ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა.