რამდენად უსაფრთხოა ზამთრის კურორტების კვების ობიექტები?❄️🍽️

სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ზამთრის კურორტებზე მდებარე რესტორნებსა და კაფეებს ამოწმებს – განსაკუთრებით ყაზბეგში, გუდაურში და ფასანაურში. ინსპექტორები აკონტროლებენ:
✔ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს
✔ ნედლეულის და მზა სურსათის შენახვას, დამზადებასა და რეალიზაციას
✔ ეტიკეტირებას და ჰასპის დანერგვას
✔ ბიზნესის რეგისტრაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში

📌 სააგენტო მუდმივად გასცემს რეკომენდაციებს და აცნობიერებს ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

გიორგი შიოლაშვილის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ბიზნესოპერატორთა ცნობიერება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ობიექტების უმრავლესობა მოწესრიგებულია და უცხოელი ოპერატორებიც უკვე ფუნქციონირებენ კანონმდებლობის დაცვით, თუმცა არალეგალური საქმიანობა გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე.

📊 სტატისტიკა:

  • წელს კონტროლი 7,000-მდე ობიექტში ჩატარდა
  • გამოვლინდა 1,600-მდე სამართალდარღვევა

⚠️ სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, რეგისტრირდნენ ოფიციალურად და საქმიანობა კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელონ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading