დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის გამართვის გამო 4 პირი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე ავტომობილის განზრახ მოცურებისა და წრიული ბრუნვების, ე.წ. დრიფტის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყეს.

შსს-ს ინფორმაციით, მოკვლევით დადგინდა, რომ 2002–2007 წლებში დაბადებულმა ნ.გ.-მ, თ.ლ.-მ, ჯ.მ.-მ და ლ.ვ.-მ სხვადასხვა დროს დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დრიფტი გამართეს.

სამართალდამცველებმა ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე და 121-ე მუხლის I ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading